სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

„Art-გენი 2018“–ის ფარგლებში 27 ივნისს წყალტუბოში ღონისძიებები გაიმართება

24 ივნისი, 2018 • ნიუპრესი • 1

„Art-გენი 2018“–ის ფარგლებში 27 ივნისს წყალტუბოში ღონისძიებები გაიმართება

ფესტივალი „Art-გენი 2018“ თბილისის და რეგიონული ტურნეს პროგრამას აქვეყნებს. ფესტივალის ფარგლებში დღეს, გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ არჩეულში, ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმში 17:00 საათზე, ხალხური რეწვის გამოფენები გაიხსნება. ასევე წარმოდგენილი იქნება ქართული საბრძოლო ხელოვნება “შავფაროსნები”, ფოლკლორული კონცერტი – რეგიონული ანსამბლები. დასკვნით კონცერტს კი ჯგუფი „ფრანი“ გამართავს.

27 ივნისს, იმერეთში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნეში, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში, 17:00 საათიდან ხალხური რეწვის გამოფენები გაიხსენება. გაიმართება ქართული საბრძოლო ხელოვნება “შავფაროსნების” საჩვენებელი წარმოდგენა, ასევე, ფოლკლორული კონცერტი – რეგიონული ანსამბლები. დასკვნით კონცერტს კი, ჯგუფი REGGAEON გამართავს.

29 ივნისს, ლეჩხუმში, ცაგერში მწვანე ამფითეატრში, 17:00 საათიდან, ხალხური რეწვის გამოფენები გაიხსნება. გაიმართება ქართული საბრძოლო ხელოვნება “შავფაროსნების” საჩვენებელი წარმოდგენა, ასევე ფოლკლორი – რეგიონული ანსამბლების კონცერტი, დასკვნით კონცერტს კი ჯგუფი „ფრანი“ გამართავს.
რაც შეეხება თბილისს, საქართველოს ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე ფესტივალის ფარგლებში კონცერტები 8 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. 8 ივლისს, თბილისის ტურს ნინო ქათამაძე და ჯგუფი „ისაითი“ გახსნის“. 15 ივლის კი, ნიაზ დიასამიძის და „33-ა“-ს კონცერტით დაიხურება. წელს პირველად Art-გენ-ზე ჰიპ-ჰოპის დღე გაიმართება. Art-გენის მაყურებელს ტრადიციულად ელოდება „სუხიშვილების“ რობი კუხიანიძის, ჯგუფ ფრანის და ჯგუფ ReGGaeon -ს კონცერტები. ასევე უკვე მეორედ Art-გენის სცენა დაეთმობა ჯგუფ Asea Sool.
Art-გენი 2018-მა სტარტი 21 ივნისს მაღალმთიანი აჭარიდან აიღო. ფესტივალი წელს საქართველოს 4 რეგიონში 9 დღის განმავლობაში იმოგზაურებს.