ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გოგი წულაიამ საკრებულოს დეპუტატებებს მახათები გაუგზავნა

27 ივნისი, 2018 • ნიუპრესი • 1

გოგი წულაიამ საკრებულოს დეპუტატებებს მახათები გაუგზავნა

პარტია “თავისუფალი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გოგი წულაიამ ფოთის, წყალტუბოსა და ხაშურის საკრებულოებს ფოსტით მახათები გაუგზავნა.

წულაიას მიაჩნია, რომ საკრებულოებში ხელფასს უსაქმურობაში იღებენ. როგორც მან განმარტა, მახათების გაგზავნას ცნობილი ქართული ანდაზა უდევს საფუძვლად.

“ამ ბოლო დროს ერთმანეთის მიყოლებით გაუგონარ დადგენილებებს იღებენ. ეს არის უსაქმურობა, როდესაც ქვეყანა თავზე გექცევა და გაერო გეუბნება, რომ ბავშვები შენთან შიმშილობსო, ამ პერიოდში რაღაც სისულელეს ღებულობ, ვითომ მეტი საქმე არ იყოს ამ ქვეყანაში”, – ამბობს წულაია.

წულაიას განმარტებით, იმდენი უსაქმურია, ყველას სამყოფი მახათები ვერ იყიდა. რაც შეეხება ქუთაისს, წულაიას თქმით, მათ მახათებს ადგილზე თავად ჩაუტანს.