სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება გადავადდა

28 ივნისი, 2018 • ნიუპრესი • 1

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება  გადავადდა

მართვის მოწმობის აღების მსურველ პირებს პრაქტიკული გამოცდის ორ ეტაპად ჩაბარება მოუწევთ. მოქალაქეებს ვალდებულება ექნებათ გამოცდა ჯერ ძველი სისტემით – დახურულ მოედანზე ჩააბარონ, ქალაქში – რეალურ მოძრაობაში გამოცდის ჩაბარების უფლებას კი მხოლოდ ამის შემდეგ მოიპოვებენ.

სამინისტროს ინფორმაციით, მათივე განმარტებით, ძალაში რჩება დახურულ მოედანზე პრაქტიკული გამოცდისას ამ დროისთვის არსებული ყველა – ექვსივე კომპონენტი, რომელთა გავლაც მართვის მოწმობის აღების მსურველ პირებს ამჟამად უწევთ.

მართვის მოწმობის ასაღებად პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან იყო დაანონსებული, თუმცა წლის ბოლომდე გადავადდა.

ipn.ge