სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ტყიბულში 16 წლის მოზარდი დაიხრჩო

1 ივლისი, 2018 • ნიუპრესი • 1

ტყიბულში 16 წლის მოზარდი დაიხრჩო

ტყიბულში, სოფელ ახალსოფლის წყალსაცავში, 16 წლის მოზარდი დაიხრჩო.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი წყალში საბანაოდ შევიდა და ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციიით, ადგილზე ორი სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. მოზარდის ცხედარი მყვინთავებმა იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.