ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისელი ზვიად პატარიძე თბილისის საერთაშორისო გრან-პრის გამარჯვებულია

6 ივლისი, 2018 • ნიუპრესი • 1

ქუთაისელი  ზვიად პატარიძე თბილისის საერთაშორისო გრან-პრის გამარჯვებულია

ქუთაისელი სპორტსმენი ზვიად პატარიძე თბილისის გრან-პრის გამარჯვებულია.

ფინალში ქართველ მძიმეწონოსანს რუს ოლიმპიური პრიზიორი სერგეი სემიონოვი არ გამოუცხადდა, რის მიზეზადაც ტრავმა დაასახელდა. ფინალამდე პატარიძემ ქართველი და აზრებაიჯანელი მეტოქეები დაამარცხა.

ზვიად პატარიძე მსოფლიოს და ევროპის ხუთ-ხუთგზის ჩემპიონია, საქართველოში სამჯერ წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენადაა აღიარებული.

ვახტანგ ბალავაძისა და გივი კარტოზიას საერთაშორისო გრან-პრი თბილისში თავისუფალ და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 3-5 ივლისს გაიმართა.

თეგები: სპორტი