სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

თერჯოლაში ზედაპალეოლითური ხანის მასალა აღმოაჩინეს

8 ივლისი, 2018 • ნიუპრესი • 1

თერჯოლაში  ზედაპალეოლითური ხანის მასალა აღმოაჩინეს

თერჯოლის რაიონში, საგვარჯილეს კარსტული მღვიმის არქეოლოგიური გამოკვლევა მიმდინარეობს.

პალეოლოგიისა და ანთროპოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი თენგიზ მეშველიანი განმარტავს, რომ აღმოჩენილია მეტად საინტერესო ზედაპალეოლითური ხანის მასალა-კაჟისა და სხვა მასალის იარაღები, ასევე საწარმოო ნარჩენები.

„ადამიანის-მონადირე შემგროვებლებისა და თანამდევი ფაუნისა და ფლორის 15-12 ათასი წლის ნამარხი ნაშთები აღმოვაჩინეთ. აღმოჩენილი მასალა გადაიგზავნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში“, – განაცხადა თენგიზ მეშველიანმა.

საგვარჯილეს კარსტული მღვიმე, რომელიც ძევრულას ჩაკეტილ ხეობაში ზღვის დონიდან 220 მეტრზე მდებარეობს, მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლია.

ipn.ge