ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს.
როგორც დაზარალებულის ახლობელი აცხადებს, სუპერმარკეტის წინ მდებარე ბანკომატი ღამის სამ საათზე მოიპარეს და ვაკისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის შენობის გვერდით დაამსხვრიეს. წაღებულია 150 ლარი.
დანაშულში ეჭვმიტანილი 3 პირია დაკავებული.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე – ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.
შემთხვევა 2 ივლისს მოხდა.