სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პარლამენტი დღეს განახლებულ მთავრობას დაამტკიცებს

14 ივლისი, 2018 • ნიუპრესი • 1

პარლამენტი დღეს განახლებულ მთავრობას დაამტკიცებს

სტრუქტურულად და პერსონალურად განახლებული მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა – “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ დღეს, პარლამენტს ნდობის მისაღებად წარედგინება.

პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომა 12:00 საათზე დაიწყება, სადაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გუნდთან ერთად წარდგება.

ბახტაძე პარლამენტს სამთავრობო პროგრამას გააცნობს, რის შემდეგაც გაიმართება კითხვა-პასუხი და სიტყვით გამოსვლები კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფარგლებში. ამის შემდეგ კენჭისყრაზე მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დადგება.

მთავრობის ახალ სტრუქტურაში 10 მინისტრი და ერთი – სახელმწიფო მინისტრია.