სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წესი-ურავის საავტომობილო გზის მე-5 კმ-ზე მოძრაობა აიკრძალა

15 ივლისი, 2018 • ნიუპრესი • 1

წესი-ურავის საავტომობილო გზის  მე-5 კმ-ზე  მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, წესი-ურავის საავტომობილო გზის მე-5 კმ-ზე, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსულია ქვა-ღორღისა და კლდოვანი მასის ნაშალი, რის გამოც ამ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

“ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს”- ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის გავრცელებულ განცხადებაში.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის არჩილ ჯაფარიძის თქმით, მდინარე რიონის ადიდების შედეგად სოფელ ღებში წყალდიდობაა. წაღებულია ხიდები და დაზიანებულია სავალი გზა. ასევე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ადიდებულია მდინარე ლუხუნი. გადაკეტილია წესი-ურავის გზის მონაკვეთი. ადგილობრივები აცხადებენ, რომ რამდენიმე ოჯახში წყალი შევარდა.