ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 4 მუშა დაიღუპა, არიან დაშავებულები

16 ივლისი, 2018 • ნიუპრესი • 1

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 4 მუშა დაიღუპა, არიან დაშავებულები

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 4 მუშა დაიღუპა. დაშავებულია 6 მეშახტე, რომლებსაც სხეულის დამწვრობა აქვთ მიღებული, მათგან ერთის მდგომარეობა კი კრიტიკულია.

შემთხვევა გამთენიას მოხდა. დაშავებულები უკვე გადაჰყავთ საავადმყოფოებში.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს როგორც საქნახშირი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გარდაიცვალა.

ამავე შახტში 5 აპრილს 6 მუშა დაიღუპა.