სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

16 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

16 ივლისი, 2018 • ნიუპრესი • 1

16 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძემ უკვე გამოსცა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.

შეგახსენებთ, დღეს გამთნიისას ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.