ქუთაისის “ტორპედო” ტირასპოლში ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში “შერიფთან” 0:3 დამარცხდა. ამით ქუთაისური კლუბი გათამაშებას გამოეთიშა.
გოლები გაიტანეს: 1:0 ბაბადინგა (9), 2:0 ჯოალისონი (40), 3:0 ჯოალისონი (55).
პირველ შეხვედრაზე “ტორპედომ” ქუთაისში გამარჯვება 2 -1 მოიპოვა.
“ტორპედო” ევროპის ლიგის შეხვედრებში გადაინაცვლებს.
ფოტო-არქივი