სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ხანძრის შედეგად 120 კვ.მ ფართობი სასხვენო გადახურვა დაიწვა [VIDEO]

26 ივლისი, 2018 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისში ხანძრის შედეგად  120 კვ.მ ფართობი სასხვენო გადახურვა დაიწვა  [VIDEO]

ქუთაისში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ხანძარი ამ დროისათვის უკვე ლიკვიდირებულია.

მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, ცეცხლი ახლომდებარე შენობებზე არ გავრცელდა.

ხანძრის შედეგად, საცხოვრებელი სახლის სასხვენო გადახურვა დაიწვა, დამწვარია 120 კვ.მ ფართობი.

ადგილზე მუშაობს 4 სახანძრო- სამაშველო ჯგუფი.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

სახლში მოხუცი მამაკაცი მარტო იმყოფებოდა, როდესაც ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი მეზობლებმა შენიშნეს.

აალება სავარაუდოდ, ელექტროენერგიის მოძველებულმა სადენებმა გამოიწვია.

ადგილზე უბნის მაჟორიტარი დეპუტატი ამირან კოპალეიშვილი მივიდა.