სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის “ტორპედომ” მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა

26 ივლისი, 2018 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისის “ტორპედომ” მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა

ქუთაისის “ტორპედომ” ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერების “ვიკინგური” ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

თამაში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა.

“ტორპედოელები” ორივე ტაიმში ჯობნიდნენ მეტოქეებს.

პირველი გოლის ავტორი თორნიკე კაპანაძეა. მეორე გოლი გიორგი ქიმაძემ გაიტანა, მესამე კი ლევან კუტალიამ.

საპასუხო მატჩი 2 აგვისტოს ფარერებში გაიმართება.

თეგები: სპორტი