სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუჩები ქუთაისში, სადაც ატრაქციონები დამონტაჟდება

27 ივლისი, 2018 • ნიუპრესი • 1

ქუჩები ქუთაისში, სადაც ატრაქციონები დამონტაჟდება

ქუთაისში საბავშვო ატრაქციონის მოწყობის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა. ქალაქის მასშტაბით დამატებით ატრაქციონების მოსაწყობად მერიამ 66 500 ლარი გამოყო.

მიმწოდებელი ვალდებულია, საბავშვო ატრაქციონების შეძენა-მონტაჟი განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში.

დამკვეთთან შეთანხმებით, ატრაქციონის მოსაწყობი ფართობი განისაზღვრა 49 მ2 .

ატრაქციონები მოეწყობა, ავტომშენებლის ქუჩა N41-თან, გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში – დედაენის ძეგლის წინ, მელიქიშვილის ქუჩა N12-თან, სულხან-საბას გამზ. N31-თან, ჩორგოლიანის ქუჩა N14-თან, ახალგაზრდობის გამზ. პირველ შესახვევის N23-ის მიმდებარედ, ასევე ორი კომპლექტის დამონტაჟებისთვის ადგილმდებარეობები დაზუსტდება შემსყიდველის მიერ, სამუშაოების მიმდინარეობის დროს.