ჰამბურგში გერმანიის ღია პირველობის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა არგენტინელი ლეონარდო მაიერი დაამარცხა (6:4, 0:6, 7:5).
ბასილაშვილმა 349 200 ევრო და 500 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავა, რითაც მსოფლიო რეიტინგის 35-ე ნომერი გახდა.
შეგახსენებთ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელი ირაკლი ლაბაძეს ჰქონდა – ის რეიტინგში 42-ე პოზიციაზე იმყოფებოდა.
ბასილაშვილმა ტურნირი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და ATP ტურნირი პირველად მოიგო.
ნიკოლოზს გამარჯვებულის პრიზი ლეგენდარულმა გერმანელმა ჩოგბურთელმა მიხაელ შტიხმა გადასცა.