ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ჩატარებული პრაიმერის შედეგად ყველაზე მეტი ხმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო

2 აგვისტო, 2018 • ნიუპრესი • 2

ქუთაისში ჩატარებული პრაიმერის შედეგად ყველაზე მეტი ხმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო

ქუთაისში ჩატარებული პრეზიდენტობის კანდიდატების პრაიმერის შედეგები ცნობილია. კანდიდატებს შორის გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.

32-მა მოქალაქემ ხმა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს მისცა. 28 ამომრჩეველმა კახა კუკავა აირჩია, 18- “ევროპული საქართველო” დავით ბაქრაძე, 10 -დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი, 7-შალვა ნათელაშვილი “ლეიბორისტული პარტია”, 5-დავით უსუფაშვილი “შენების მოძრაობა”, 2-ალეკო ელისაშვილი, 19 მოქალაქეს ხმა არავისთვის მიუცია, 2 ხმას გოგი წულაიას აძლევს, 1 ბიძინა ივანიშვილს. ვლადიმერ პუტინს დაუჭირა მხარი ერთმა ადამიანმა, თუმცა ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ის მონაცემებში არ შესულა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „პრაიმერის“ ორგანიზებით ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა 125-მა ადამიანმა მიიღო.

მოქალაქეებს საშუალება ქონდათ ფარული კენჭისყრით მათვის სასურველი პრეზიდენტობის კანდიდატი გამოევლინათ. მათ არჩევანის გაკეთება 7 კანდიდატს შორის მოუწიათ, თუმცა შეეძლოთ სიაში არ მყოფი მათი სასურველი კანდიდატის ჩაწერაც.

გამოკითხვა ქუთაისში ცენტრალურ ბულვარში ჩატარდა. ხმის დათვლის პროცესი ორგანიზაციის ვებ გვერდზე პირდაპირით ეთერით გადაიცემოდა.