მიმდინარე წლის 1-ელი ივნისიდან 1-ელ აგვისტომდე საქართველოს მასშტაბით მაშველებმა მდინარეებში, ტბებსა და ზღვაში დარჩობას 192 ადამიანი გადაარჩინეს, თუმცა ამავე პერიოდში 39 ადამიანი დაიხრჩო, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცრცელებს.
ყველაზე მეტი უბედური შემთხვევა მდინარეებში მოხდა. სამსახურის ინფორმაციით, მდინარეში 20, ტბაში 11, ხოლო ზღვაში 8 ადამიანი დაიღუპა.
რაც შეეხება გადარჩენილებს, მაშველებმა ყველაზე მეტი – 145 ადამიანი ზღვაში გადარჩინეს. მდინარეში დახრჩობისაგან 11, ტბაში კი 36 ადამიანი იხსნეს.
