ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის “ტორპედომ” ალბანეთის “კუკეში” დაამარცხა

10 აგვისტო, 2018 • ნიუპრესი • 1

ქუთაისის “ტორპედომ”  ალბანეთის “კუკეში”  დაამარცხა

ქუთაისის “ტორპედომ” ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანეთის კუკეში” ანგარიშით 5:2 დაამარცხა.

შეხვედრა თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. ქუთაისური კლუბიდან გოლები კუხიანიძემ, მარინიმ, ქიმაძემ და კაპანაძემ გაიტანეს.

გოლები:1:0 გიორგი კუხიანიძე 3,’ 2:0 გიორგი კუხიანიძე 15,’ 2:1 ჰარის ჰარბა 22,’ 3:1 ლაზარ მარინი 28,’ 4:1 გიორგი ქიმაძე 31,’ 5:1 თორნიკე კაპანაძე 86,’ 5:2 შებინო პლაკუ (პენ)88.’

მეორე შეხვედრა ალბანეთში 15 აგვისტოს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ სავიზო პრობლემების გამო ალბანური გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი საქართველოში ვერ ჩამოვიდა. სამშობლოში კი სრული შემადგენლობით ითამაშებენ.