თერჯოლის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გზიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
საქმე სს კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.