სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერიამ მარტივი ტიპის მოედნის მოსაწყობად 45 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა

26 აგვისტო, 2018 • ნიუპრესი • 1

ქუთაისის მერიამ მარტივი ტიპის მოედნის მოსაწყობად 45 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა

ქუთაისში, ბუხაიძის ქ. მე-2 მ/რნ N25-თან მარტივი ტიპის სპორტული მოედნის მოწყობის მიზნით ტენდერი გამოცხადდა. მერიამ სამუშაოებისთვის 45 000 ლარი გამოყო. სამუშაოები მარტივი ტიპის ერთი მოედნის მოწყობას გულისხმობს.

მიმწოდებელმა მოედანი ხეშეკრულების დადებიდან 30 დღეში უნდა მოაწყოს. ადგილზე დამონტაჯდება, როგორც ფეხბურთის, ასევე კალათბურთისთვის საჭირო ინვენტარი, მოედანი შემოიღობება, დამონტაჟდება განათებები, მოედანზე ასფალტობეტონი დაიგება.