ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ზესტაფონის პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გაიმართა

14 სექტემბერი, 2018 • ნიუპრესი • 1

ზესტაფონის პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გაიმართა

ზესტაფონში სამი წლის წინ გარდაცვლილი ედიშერ ებანოიძის ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა დამნაშავის დასჯის მოთხოვნით, ზესტაფონის პროკურატურიდან პოლიციის შენობამდე მსვლელობა მოაწყვეს.

მათი თქმით, 37 წლის ედიშერ ებანოიძე სოფელ ძირულაში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე მუშაობდა, რომელმაც ჩინური კომპანიისგან კუთვნილი ანაზღაურება მოითხოვა.

ოჯახის განცხადებით, აღნიშნული თანხა ებანოიძეს არ მისცეს, სცემეს, რის გამოც გარდაიცვალა. აქციის მონაწილეების განცხადებით, წლებია მათ აღნიშნული მოთხოვნა აქვთ, თუმცა საქმე ამ დრომდე არ გახსნილა.