ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის სკოლებში სწავლა დაიწყო

17 სექტემბერი, 2018 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისის სკოლებში სწავლა დაიწყო

ქუთაისის საჯარო სკოლებში სასწავლო წელი დაიწყო. სასწავლო პროცესი ქუთაისის სკოლებში ერთდროულად ჰიმნისა და დროშების ფონზე განახლდა.

ქალაქის სკოლებში წელს პირველად 2785–მდე პირველკლასელი წავიდა.

2018–2019 სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს პირველი და მესამე სკოლიდან მიულოცა ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ. მან მოსწავლეებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

“ვულოცავ ბავშვებს სკოლის დაწყებას, წარმატებულ წელს ვუსურვებ, რადგან ძლიერი ახალგაზრდობა, ძლიერი საქართველოს საწინდარია”-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.