ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ოპოზიციას თბილისში საკომიტეტო მოსმენების ბოიკოტირებისაკენ მოუწოდებენ

21 სექტემბერი, 2018 • ირინა მაკარიძე • 1

ოპოზიციას თბილისში საკომიტეტო მოსმენების ბოიკოტირებისაკენ მოუწოდებენ

არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლია” საპარლამენტო ოპოზიციას თბილისში საკომიტეტო მოსმენების ბოიკოტირებისაკენ მოუწოდებს.

ორგანიზაციის თავმჯდომარის გია გოქაძის განმარტებით, ამით ოპოზიციამ პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის გადაწყვეტილება უნდა გააპროტესტოს.

“ხელისუფლებამ ყურად არ იყო საზოგადოების პროტესტი პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის საკითხთან დაკავშირებით. მას სისრულეში მოყავს ის გეგმა, რასაც 2012 წლიდან ახორციელებს ამ მიმართულებით. ჩვენი აზრით, გამოსავლად რჩება, რომ საპარლამენტო ოპოზiციამ ბოიკოტირება მოახდინოს თბილისში საკომიტეტო მოსმენების. ეს იქნება ხელისუფლებისათვის პრინციპული გამოწვევა”, – აცხადებს გია გოქაძე.