სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

უახლოესი დღეების მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

2 ოქტომბერი, 2018 • ნიუპრესი • 1

უახლოესი დღეების მოსალოდნელი ამინდი  საქართველოში

2 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსი იქნება. დღის მეორე ნახევრიდან, 5 ოქტომბრამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა +22, +27 გრადუსამდე დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +21, +26 გრადუსის ფარგლებში იქნება.

3 – 4 ოქტომბერს ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, ტემპერატურა +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +23, +25 გრადუსი იქნება. 3 – 4 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელია, იქროლებს ჩრდილო – დასავლეთის მიმართულების ქარი და +26, +28 გრადუსამდე დათბება.