ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“გასულ წელთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა 80 %-ით არის გაზრდილი”

2 ოქტომბერი, 2018 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

“გასულ წელთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა 80  %-ით არის გაზრდილი”

საგზაო ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტის პრობლემა, სველი წერტილების არარასებობა და ტურისტული ობიექტების მანიშნებელებლების ნაკლებობა- ეს ის პრობლემებია, რომლებიც ქუთაისში ჩამოსულ ტურისტებს ძირითადად აწუხებთ. ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის ტატო ლილუაშვილის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პრობლემები მოგვარდეს.

ცენტრის დირექტორის თქმით, გასული წლის 9 თვის მონაცემებთან შედარებით, მიმდინარე წელს ტურისტების რაოდენობა 80 %-ით არის გაზრდილი.

“ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ჩვენს ცენტრში მოსულ ტურისტებს ყველანაირ დახმარებას ვუწევთ. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენთან ჩამოსული ტურისტი კმაყოფილი დარჩეს. გასული წლის 9 თვესთან შედარებით, მიმდინარე წელს ტურისტების რაოდენობა 80 %-ით არის გაზრდილი,”- განაცხადა ტატო ლილუაშვილმა.