შპს”საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” მოსახლეობას წყალმომარაგების მოსალოდნელი შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს. კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრის ინფორმაციით, 4 ოქტომბერს წყლის მიწოდება შეუწყდება ქუთაისის (გარდა რიონჰესის, კახიანოურის და ნიკეას მეორე შესახვევის) და მიმდებარე სოფლების – ფარცხანაყანევის, ქვიტირის, ბანოჯას, ასევე დევნილთა დასახლების მცხოვრებლებს, სულ 52462 აბონენტს. წყალმომარაგების შეწყვეტის მიზეზად დაგეგმილი სამუშაოები სახელდება.
ქუთაისის მოსახლეობას ერთი დღით წყალმომარაგება შეეზღუდება
3 ოქტომბერი, 2018 • ნიუპრესი • 1
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები