სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წვიმა, ძლიერი ქარი და წყალმოვარდნები – 4 ოქტომბრიდან ამინდი იცვლება

3 ოქტომბერი, 2018 • ნიუპრესი • 1

წვიმა, ძლიერი ქარი და წყალმოვარდნები –  4 ოქტომბრიდან ამინდი იცვლება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 ოქტომბრიდან ამინდი იცვლება.

4 ოქტომბერს დღის ბოლოდან 5 ოქტომბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, 5 – 6 ოქტომბერს ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ზოგან ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3 – 4 ბალიანი ღელვა.

5 ოქტომბერს, დღის ბოლოს მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლოა თოვლი აღინიშნოს. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.