ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში, 12 ოქტომბერს 12 ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდება

11 ოქტომბერი, 2018 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში, 12 ოქტომბერს 12 ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდება

გაერთიანებული წყალმომარაგების ქუთაისის სერვის ცენტრის ინფორმაციით, 12 ოქტომბერს ავტოქარხნის დასახლებაში 12 ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდება.

კომპანიის განცხადების თანახმად, შეზღუდვა ბუკიას ქუჩის N11-13 შორის დ-225მმ პოლიეთილენის წყალმომარაგების ქსელის დაზიანებული ადგილის აღდგენის მიზნით საჭირო სამუშაოებს უკავშირდება.

ამ მიზეზით 12 ოქტომბერს 08:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდებათ შემდეგი ქუჩის აბონენტებს: 1. ავტომშენებლის #1-40 ჩათვლით, 2. ზ. ჭავჭავაძე, 3. ბუკია 4. ჩხობაძე, 5. ც. დადიანი, 6. 9 აპრილი – #8 #10-ის გარდა, 7. კ. მესხი, 8. ლეჟავა, 9. ბელინსკი, 10. მუსხელიშვილის ქუჩა, 11. გრ. ფერაძის (ტოლბუხინის) ქუჩა 12. ტოლსტოის ქუჩა.