ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში

5 ნოემბერი, 2018 • ნიუპრესი • 1

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ნოემბამდე საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა.

5-8 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +18, +23 გრადუსის ფარგლებში იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში 7 ნოემბერს მცირე წვიმა და ნისლია შესაძლებელი, ხოლო 5, 6 და 8 ნოემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +15 გრადუსი იქნება.

ქ. თბილისში 5, 6 და 8 ნოემბერს უნალექო ამინდი, ხოლო 7 ნოემბერს მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემერატურა ღამის საათებში +4, +6, ხოლო დღის საათებში +12, +14 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.