სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ხონში “ევროპული საქართველოს” ოფისი გაძარცვეს

16 ოქტომბერი, 2018 • ირინა მაკარიძე • 1

ხონში “ევროპული საქართველოს” ოფისი გაძარცვეს

ხონში “ევროპული საქართველოს” ოფისი გაძარცვეს. როგორც ოფისის ხელმძღვანელმა დავით ჭავჭანიძემ “ნიუპრესს” განუცხადა, დაკარგულია პერსონალური კომპიუტერი და ტელევიზორი.

“დილით ოფისი გაძარცვული დაგვხვდა, როგორც ჩანს, მძარცველები ფანჯრიდან შემოვიდნენ. წაღებული კომპიუტეტი, რომელშიც ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვანი საარჩევნო ინფორმაცია ინახებოდა, ასევე დაკარგულია ტელევიზორი”, -განაცხადა დავით ჭავჭანიძემ.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია ძიება.