ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელესთან „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსი „ოპელის“ მარკის მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორივე მძღოლი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.