ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო ქუთაისის ქუჩებში საცობი იქმნება

23 ოქტომბერი, 2018 • ნიუპრესი • 1

მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო ქუთაისის ქუჩებში საცობი იქმნება

მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო ქუთაისის ქუჩებში საცობი იქმნება. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა რუსთაველის გამზირზე პიკის საათის დროსაა. გზაზე წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მეოთხე თვეა მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას იწვევს.
ამავდროულად, დღეს დაგეგმილი კონცერტის გამო გადაკეტილია ცისფერყანწელთა ქუჩა, რაც ასევე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საგზაო მოძრაობის შეფერხების მიზეზი გახდა.
გამზრიზე საცობში რამდენიმე წუთის განმავლობაში დაყოვნდა სასწრაფო დახმარების მანქანა.