ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისი-ვარშავის რეისზე სამართალდამცველები ბომბს ეძებენ

25 ოქტომბერი, 2018 • ნიუპრესი • 1

ქუთაისი-ვარშავის რეისზე სამართალდამცველები ბომბს ეძებენ

ქუთაისი-ვარშავის რეისზე სამართალდამცველები ბომბს ეძებენ. სპეცოპერაცია ბუქარესტის აეროპორტში მიმდინარეობს.

ავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავი, რომელიც ქუთაისიდან პოლონეთის დედაქალაქში მიფრინავდა ბუქარესტში ავარიულად დაეშვა. მიზეზი, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ ქუთაისის აეროპორტში შესული შეტყობინება გახდა.

ამ წუთებში თვითმფრინავიდან 173-ვე მგზავრი ევაკუირებულია. ბუქარესტის აეროპორტში სამართალდამცველების გარდა მობილიზებული არიან მეხანძრეები და მედიკოსები.

მგზავრები უკვე ერთი საათია, აეროპორტში იმყოფებიან – მათ შორის უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქუთაისი-ვარშავის რეისის ბუქარესტში დაშვებას ადასტურებენ, თუმცა მიზეზს არ აკონკრეტებენ.