საჩხერის 50–ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, 10:00 საათის მონაცემებით, უბნებზე რეგისტრირებული ამომრჩევლის 7% მივიდა.
მანანა მუმლაძის განცხადებით, 57–ივე უბანზე არჩევნები დროულად დაიწყო და ამ დროისთვის მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
უბნებზე საჩივარი არ დაწერილა. საჩხერეში 42 347 ამომრჩეველია რეგისტრირებული.