ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“აქტივობა მნიშვნელოვნად აჭარბებს თვითმმართველობის არჩევნების ამ დროის მონაცემებს”

28 ოქტომბერი, 2018 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

“აქტივობა  მნიშვნელოვნად აჭარბებს თვითმმართველობის არჩევნების ამ დროის მონაცემებს”

ქუთაისში 12:00 მონაცემებით, არჩევანი 22 584–მა ამომრჩეველმა გააკეთა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის დაახლოებით, 14% –ია. ინფორმაცია 59–ე საოლქო კომისისი თავმჯდომარემ ავთანდილ ოსეფაიშვილმა გაავრცელა.

მისი თქმით, აქტივობა მაღალია და მნიშვნელოვნად აჭარბებს თვითმმართველობის არჩევნების ამ დროის მონაცმეებს. ავთანდილ ოსეფშვილის განცხადებით, ათი საათისთვის არჩევანი 9 000–მა ამომრჩეველს ქონდა გაკეთებული. მისივე თქმით, ამ დროისთვის ოლქში 21 საჩივარია დაწერილი, აქედან 7 „საია“–მა, 4 „სამართლანი არჩევნებმა“, დანარჩენი პარტიების წარმომადგენლებმა დაწერეს. ყველა საჩივარი პროცედურულ დარღვევაზეა.