ზესტაფონის #51–ე საარჩევნო ოლქში არჩევანი 17 600–მა ამომრჩეველმა გააკეთა. საოლქო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კახნიაშვილის ინფორმაციით, ეს რეგისტრირებული ამომრჩევლის 17%–ია.
მისივე თქმით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის არცერთი საჩივარი არ დაწერილა.
ზესტაფონში რეგისტრირებულია 55 227 ამომრჩეველი. ოლქში გახნილია 53 უბანი.