სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“2012 წლის არჩევნების შემდეგ ასეთი მაღალი აქტივობა ქუთაისში არ ყოფილა”

28 ოქტომბერი, 2018 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

“2012 წლის არჩევნების შემდეგ ასეთი მაღალი აქტივობა ქუთაისში არ ყოფილა”

“2012 წლის არჩევნების შემდეგ ასეთი მაღლი აქტივობა ქუთაისში არ ყოფილა – განაცხადა ქუთაისის #59–ე საოლქო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

მისი თქმით, ქუთაისში ყველა უბანი 20:00 საათზე დაიხურა. ბოლო მონაცემებით, ხმა 65 000 ამომრჩეველმა მისცა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის დაახლოებით 41, 45 %–ია.

ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, მონაცემები წინასწარია და შესაძლოა, შეიცვალოს.

საოლქო კომისიაში 38 საჩივარი შევიდა, საჩივრების განხილვა 30 ოქტომბერს მოხდება. ყველაზე მეტი 12 „საიას“ საჩივარია, 10 „ პარლამენტართა საზოგადოების“, 6 საჩივარია „ ნაციონალური მოძრაობის“ , „სამართლიანი არჩევნების“4.