სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები იმერეთში

29 ოქტომბერი, 2018 • ირინა მაკარიძე • 1

საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები იმერეთში

ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, ოპოზიციის კანდიდატი იმერეთის 6 მუნიციპალიტეტში ლიდერობს.

იმერეთის თორმეტი მუნიციპალიტეტიდან ოპოზიციის კანდიდატს ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი 48,2% წყალტუბოში აქვს (11921ხმა), თუმცა ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა 29 585 ხმა – 46.98% ვაშაძემ ქუთაისში მიიღო.

ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა ასევე ზესტაფონში, ბაღდათში, ტყიბულსა და სამტრედიაში.

სახელისუფლებო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს რეკორდული მაჩვენებელი – 77,08% საჩხერეში აქვს.

იმერეთის მუნიციპალიტეტების მიხედვით ხმები ასე განაწილდა:

ხარაგაული – ოპოზიციის კანდიდატი -30, 99 % – სახელისუფლებო – 47, 4%

თერჯოლა – გრიგოლ ვაშაძე 28,1% სალომე ზურაბიშვილი – 37,85,

საჩხერეში ოპოზიციის კანდიდატმა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი- 10,28%, ოლო საახელისუფლებო კანდიდატმა 77,08 % მიიღო.

ზესტაფონში ოპოზიციამ 38,57% მიიღო, სახელისუფლებო კანდიდატმა კი -35,52 %,

ბაღდათში გრიგოლ ვაშაძემ- 38,33%, სალომე ზურაბიშვილმა -37,89%,

ვანში გრიგოლ ვაშაძე 26,45%, სალომე ზურაბიშვილი – 46, 69%,

სამტრედია გრიგოლ ვაშაძე 41,4 %, სალომე ზურაბიშვილი 37,45%,

ხონი გრიგოლ ვაშაძე -23, 95% სალომე ზურაბიშვილი – 42, 13%

ჭიათურა გრიგოლ ვაშაძე 31, 15 %, სალომე ზურაბიშვილი -42,8%

ტყიბული გრიგოლ ვაშაძე – 46,83, სალომე ზურაბიშვილი -35, 82%

წყალტუბო გრიგოლ ვაშაძე – 48,2,% სალომე ზურაბიშვილი -32, 93%

ქუთაისი – გრიგოლ ვაშაძე 46, 98 % – სალომე ზურაბიშვილი -28, 67%

ცესკოს მიერ დათვლილი ხმების 99, 57 %-ის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 38,66 % მოაგროვა, გაერთიანებული ოპოციციის ძალა ერთობაშია კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი 37, 7 %.

10,97 %-მა დაუჭირა მხარი დავით ბაქრაძეს, 3,76 %-მა შალვა ნათელაშვილს, 2,26 %-მა – დავით უსუფაშვილს, 2,26 %-მა – ზურაბ ჯაფარიძეს და 1,33 %-მა – კახა კუკავას.