ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის საოლქო კომისიამ საჩივრების უმეტესობა არ დააკმაყოფილა

30 ოქტომბერი, 2018 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისის საოლქო კომისიამ საჩივრების უმეტესობა არ დააკმაყოფილა

ქუთაისის #59–ე საოლქო კომისიამ არჩევნების დღეს დაწერილი საჩივრების განხილვა დაასრულა.

კომისიის გადაწყვეტილებით, საჩივრებიდან 3 დაკმაყოფილდა, არ დაკმაყოფილდა 31 საჩივარი. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 1. „საიამ“ მის მიერ დაწერილი 3 საჩივარი უკან გაითხოვა. საჩივრების ყველაზე მეტი რაოდენობა „საიას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნოდა. ყველა საჩივარი პროცედურულ დარღვევებზე იყო.

რაც შეეხება არჩევნების მეორე დღეს დაწერილ 9 საჩივარს, კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, მათი განხილვა ხვალ მოხდება.