ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

1 ნოემბერი, 2018 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ქუთაისში აღმაშენებლისა და ტაბიძის ქუჩების კვეთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი ფოტოები ინტერნეტში გავრცელდა. “ფრთხილად იარეთ” – ამ წარწერით ფოტოს საინფორმაციო სააგენტო “იმერეთი ნიუსის” დამფუძნებელი კოტე ცირეკიძე ავრცელებს.

როგორც შსს-ში განმარტავენ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც 2 მგზავრი იმყოფებოდა, სავარაუდოდ, შესრულებული მანევრის შედეგად ამოტრიალდა.

მგზავრებს სამედიცინო დახმარების გაწევა არ დასჭირდათ.

შსს ინფორმაციით, შემთხვევასთან დაკავშირებით საქმის წარმოება ადმინისტრაციული წესით დაიწყო, რაც ჯარიმას ითვალისწინებს.