7 ნოემბერს თბილისის ქუჩის რეაბილიტირებულ მონაკვეთში სს ენერგო-პრო ჯორჯიას ქუთაისის მომსახურების ცენტრის ტექნიკური სამსახური განახორციელებს მომხმარებლების ახალ ქსელზე გადაყვანისთვის აუცილებელ სამუშაოებს, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით 11:00 საათიდან 18:00 საათამდე მონაკვეთში რამდენიმე საათით ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება 52 აბონენტს თბილისის ქუჩასა და შესახვევებში.
სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებლებისთვის ძაბვის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.