საქართველოს ძიუდოს ნაკრები ბაქოს პირველი ევროპული თამაშების გუნდური ასპარეზობის ფინალშია. ქართველმა ძიუდოისტებმა მეოთხედფინალში ჩეხეთი დაამარცხეს, ნახევარფინალში კი უნგრელ ძიუდოისტებს სძლიეს.
ირაკლი უზნაძის გუნდი ფინალში, რომელიც თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყო, საფრანგეთს უპირისპირდება.
გუნდურ ასპარეზობაში მონაწილეობენ ოქროს მედალოსნები, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ადამ ოქრუაშვილი.