ევროპულ თამაშებზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა გუნდური პირველობის ფინალში იჭიდავა და მეორე ადგილზე გავიდა. ქართველი სპორტსმენები ფრანგებს დაუპირისპირდნენ.
პირველი ტატამზე ამირან პაპინაშვილი (66კგ. წონით კატეგორია) გავიდა და სამწუხაროდ, ლოიკ კორვალთან დამარცხდა. ნუგზარ ტატალაშვილი ტატამზე მეორე გავიდა (73 კგ. წონით კატეგორიაში) აქ გამარჯვებული დამატებით დროში გამოვლინდა და ნუგზარ ტატალაშვილს პიერ დუპრატმა სძლია. ოქროს მედლის მფლობელი ავთანდილ ჭრიკიშვილი ლოიკ პიეტრის შეხვდა და ფრანგებმა გამარჯვება 3:0 მოიპოვეს. საკუთარი შეხვედრა წააგო ადამ ოქრუაშვილმა.
91 კგ. წონით კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა ვარლამ ლიპარტელიანმა, მისი მეტოქე ტატმაზე არ გავიდა.
ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპულ თამაშებზე მეორე ადგილი დაიკავა
28 ივნისი, 2015 • ანა ჯიქია • 1
თეგები: ევროპის თამაშები • სპორტი • ძიუდო
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები