სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ბაღდათში, სოფელ ობჩაში ჭაში ჩავარდნილი მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი ამოიყვანეს

21 ნოემბერი, 2018 • ნიუპრესი • 1

ბაღდათში, სოფელ ობჩაში ჭაში ჩავარდნილი მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი ამოიყვანეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელი ობჩაში ჭაში ჩავარდნილი მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი . საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოები 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

43 წლის მამაკაცი მშვილდაძეების ოჯახში ჭის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებდა, როდესაც ჩამოწოლილმა მიწის მასამ ქვეშ მოიყოლა.

სამაშველო ღონისძიებისას არსებობდა მიწის მასის ჩამოშლის დამატებითი საშიშროება, რაც საფრთხეს უქმნიდა მაშველების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რის გამოც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა 15-მეტრიანი ჭის ჯებირების გამაგრებითი სამუშაოები.

ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.