ქუთაისში ახალგაზრდა ქალი მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა.
შსს-ს ინფორმაციით, ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატყრულო პოლიცია. ამ დროისათვის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
საქმე 115-ს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.
შემთხვევა ნიკეას დასახლებაში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.