ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“პირველ ტურთან შედარებით მოქალაქეთა აქტივობა მაღალია”

28 ნოემბერი, 2018 • ნიუპრესი • 1

“პირველ ტურთან შედარებით მოქალაქეთა აქტივობა მაღალია”

59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის 12 საათის მონაცემებით, ქუთაისში საარჩევნო უბნებზე 28 245 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო ამომრჩევლის 18,07%-ია.

აღნიშნული მაჩვენებელი პირველ ტურთან შედარებით 6 000-ით მეტია.

“პირველ ტურთან შედარებით მოქალაქეთა აქტივობა მაღალია,”-განაცხადა 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

ოლქში ამ დროისათვის 6 საჩივარია დარეგისტრირებული.