ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

15:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში არჩევანი 53 977–მა ადამიანმა გააკეთა

28 ნოემბერი, 2018 • ნიუპრესი • 1

15:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში არჩევანი 53 977–მა ადამიანმა გააკეთა

15:00 საათის მონაცმებით, ქუთაისში არჩევანი 53 977–მა ამომრჩეველმა გააკეთა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლი 34, 44%–ია.

59–ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, აქტივობა მაღალია და ამ დროის მონაცემები, 10 000 ამომრჩევლით აღემატება პირველი ტურის ამ დროის მონაცემებს.

მისი თქმით, უბნებზე 11 საჩივარი დაიწერა. 2 „ნაციონალურ მოძრაობამ“, 9 არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააფიქსირეს. ყველა მათგანი პროცედურულ დარღვევაზეა. ავთანდილ ოსეფაშვილის განცხადებით, ამ დრომდე მნიშვნელოვანი დარღვევა არ მომხდარა.