სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საჩხერეში, 15.00 საათისათვის ამომრჩევლის 46 პროცენტი მივიდა

28 ნოემბერი, 2018 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

საჩხერეში, 15.00 საათისათვის ამომრჩევლის 46 პროცენტი  მივიდა

საჩხერის #50 ოლქში 15:00 საათის მონაცემებით, უბნებზე 20 260 ამომრჩეველი მივიდა. საოლქო კომისიის თავმჯდომარის მანანა მუმლაძის ინფორმაციით, ეს რეგისტრირებული ამომრჩევლის 46%–ია.

მისი თქმით, აქტივობა მაღალია და 6000–ზე მეტია პირველი ტურის ამ დროის მონაცმეებთან. მანანა მუმლაძის თქმით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, დაწერილია 1 საჩივარი. საჩხრეში 57 უბანი არის გახსნილი, სულ 42 291 ამომრჩდეველია რეგისტრირებული.

საჩხერეში მისცა ხმა იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ. მან თავისი არჩევანი # 3 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.