ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი 20:00 საათზე დაიხურა. #59–ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, ამომრჩევლების უპრეცედენტო აქტივობა დაფიქსირდა.
ბოლო მონაცემებით, არჩევანი 77 868 ამომრჩეველმა გააკეთა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 49,93%–ია.
ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, პირველ ტურში არჩევნებში მონაწილოება 65 000–მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც შეეხება 2013 წლის არჩევნებს, ქუთაისში მხოლოდ 63 175 ამომრჩეველი მივიდა. უბნებზე 16 საჩივარი დაიწერა, ყველა პროცედურულია.